MUNDUS VINI 2018

გერმანიაში, ღვინის საერთაშორისო კონკურსზე „MUNDUS VINI” 2018, ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა ს.ს. “კორპორაცია ქინძმარაული” -ს ღვინოებმა: მუკუზანი წითელი მშრალი 2014 – “სს კორპორაცია ქინძმარაული ყვარელი” – ოქრო ყვარელი წითელი მშრალი 2014 -“სს კორპორაცია ქინძმარაული ყვარელი ” – ვერცხლიდღესდღეობით Mundus Vini გერმანიაში ღვინის ერთ-ერთ
ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ საერთაშორისო კონკურსად ითვლება, რომელიც 2001 წელს დაარსდა და პირველივე წლიდან დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ღონისძიება ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და ზაფხულში იმართება და მასში მონაწილეობს, საშუალოდ, 8000-ზე მეტი ღვინო მსოფლიოს მეღვინეობის ყველა მნიშვნელოვანი რეგიონიდან და მისი მიზანია მსოფლიოში ღვინის ხარისხის განვითარებისა და გაყიდვების ხელშეწყობა.
მოხარული ვართ, რომ ს.ს. “კორპორაცია ქინძმარაული” განაგრძობს წარმატებით ასპარეზობას საერთაშორისო კონკურსებზე, ვულოცავთ კომპანიას და მის ყველა ყველა გულშემატკივარს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას შემდეგ კონკურსებზე.