შატო ყვარელი

სასტუმრო  “შატო ყვარელი”  მდებარეობს კახეთში ქ.ყვარელში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე,ზღვის დონიდან 400მ სიმაღლეზე. იგი ქალაქის ცენტრშია განლაგებული, სადაც ეკლესიები, მუზეუმები, ისტორიული ციხე და სხვა ღირსშესანიშნაობებია.სასტუმრო  “შატო ყვარელი” კორპორაცია “ქინძმარაულის”  საკუთრებაა, სადაც თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ სხვადასხვა სახის ღვინოები, გაეცნოთ ღვინის წარმოების თანამედროვე და ტრადიციულ ტექნოლოგიებს, აგრეთვე მიიღოთ მონაწილეობა რთველში. სასტუმროში განთავსებულია 26 სტანდარტული ოთახი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით. სასტუმროშივეა რესტორანი, სადაც შეძლებთ დააგემოვნოთ, როგორც ქართული ასევე ევროპული კერძები.