კომპანიის შესახებ

სს “კორპორაცია ქინძმარაული”-ს მარანი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში ქ.ყვარელში.ღვინის მარნის ისტორია იწყება 1533 წელს, როდესაც კახეთის მეფე ლევანმა ყვარლის ისტორიულ ციხის ტერიტორიაზე დააფუძნა ღვინის ტრადიციული მარანი. აღნიშნული მარანი მშვიდობიან პერიოდში აწარმოებდა ღვინის სამეფო ოჯახისათვის ხოლო, საომარ მდგომარეობაში, როდესაც ყვარლის ციხეს თავს აფარებდა მოსახლეობა, მაშინ მარანი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენდა მოსახლეობის სრულფასოვანი დაპურების საკითხში. აღნიშნულ მარანს რომელიც მაშინ “ყვარლის ციხე მარნის” სახელწოდებით იყო ცნობილი, არ შეუჩერებია მუშაობა საქართველოს რუსეთის სამეფოსთან მიერთების შემდგომაც და დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდშიც. 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის შემდგომ მარანმა შეწყვიტა მუშაობა, 1924 წლამდე. 1924 წელს საბჭოთა საქართველოს მთავრობის განკარგულებით იგივე ტერიტორიაზე დაფუძნდა ყურძნის გადამამუშავებელი პუნქტი “წითელი მარანი”, რომელმაც 1950-იან წლებში შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა “ქინძმარაულის ღვინის ქარხანა”. აღნიშნული წარმოება მუშაობდა 1989 წლამდე. რის შემდგომაც შეიცვალა იურიდიული ფორმა და დაფუძნდა საიჯარო საწარმო “ვაზის ცრემლები”. ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე საიჯარო საწარმო “ვაზის ცრემლების” ბაზაზე, 1992 წლის დასაწყისში დაფუძნდა საქართველოში პირველი სააქციო საზოგადოება “ვაზის ცრემლები”, რომელმაც 1996 წელს შეიცვალა დასახელება და ეწოდა სააქციო საზოგადოება “კორპორაცია ქინძმარაული”.

ს.ს. “კორპორაცია ქინძმარაული” ერთ ერთი ყველაზე ისტორიული წარმოებაა საქართველოში, რომელიც დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს.
ს.ს. “კორპორაცია ქინძმარაული”-ს მფლობელობაშია 175 ჰა ვენახი “ქინძმარაულის”, “ყვარლისა” და “ნაფარეულის” სპეციფიური ზონების ისტორიულ ტერიტორიებზე. ვენახების უნიკალურობა გამოიხატება მის ექსპოზიციაში (მდებარეობაში) სადაც კავკასიონის სამხრეთის ქედი, მდინარეები: დურუჯი და ალაზანი ქმნიან უნიკალურ პირობებსა და მიკროკლიმატს ვაზის განვითარებისათვის და უმაღლესი ხარისხის ღვინის მისაღებად, ამასთან აღნიშნული სპეციფიური ზონებიდან მიღებული ღვინოების გამორჩეულად მაღალ ხარისხს განაპირობებს შავი ფიქალები, რომლითაც ძალიან მდიდარია ქინძმარაულის ძველი სპეციფიური ზონის ტერიტორია, აღნიშნული გარემოება ამცირებს მოსავლის რაოდენობას. ამავდროულად საგრძნობლად იზრდება მოწეული ყურძნის ხარისხი.

ს.ს. “კორპორაცია ქინძმარაული”-ს ვენახებში გაშენებულია ძირითადად ადგილობრივი (აბორიგენი) ვაზის კულრტურული ჯიშები, როგორიცაა: საფერავი, ქისი, მწვანე, ხიხვი, ალექსანდროული, მულურეთული, რქაწითელი და კახური მცვივანი. უნდა აღინიშნოს, რომ კახური მცვივანი ეს ძირძველი ქართული ჯიში დაკარგულად ითველბოდა. თუმცა ჩვენი დამფუძნებლის ბ-ნ თამაზ კონჭოშვილის დიდი ძალისხმევით სს “კორპორაცია ქინძმარაულის” ვენახებში მოხდა კახური მცვივანის ნარგეობების შენარჩუნება, საიდანაც საქართველოს მებაღე მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მცდელობით, პირველ რიგში პროფესორ ბ-ნ თემურ ღლონტის დაუღალავი შრომით აღნიშნული უნიკალური ჯიშის გადარჩენა მოხერხდა და დღეს სულ უფრო ფართოვდება კახური მცვივანის გავრცელების არეალი და ვენახების ფართობები.

ღვინის მარანი “დურუჯი ველი” ქ.ყვარლის ცენტრში, ისტორიული “ყვარლის ციხის” ტერიტორიაზე მდებარეობს. მარანში ხდება როგორც ყურძნის მიღება-გადამუშავება, ასევე დადუღება, დავარგება, დამუშავება და ჩამოსხმა. მარანი აწარმოებს ღვინოებს როგორც ტრადიციული ქვევრის, ისე კლასიკური ტექნოლოგიით. სს “კორპორაცია ქინძმარაული”-ს ღვინოები იყიდება 20 ქვეყანაში: 1. საქართველო, 2. უკრაინა, 3.ყაზახეთი, 4.ბელორუსია, 5. აზერბაიჯანი, 6.რუსეთი, 7.გერმანია, 8.ამერიკა, 9.შვეიცარია, 10.იაპონია, 11.კანადა, 12.ჩინეთი, 13.ლუქსემბურგი, 14.ლატვია, 15.ბულგარეთი, 16.რუმინეთი, 17. სლოვაკეთი, 18.ფინეთი, 19.ინგლისი, 20.ტაივანი. სს ”კორპორაცია ქინძმარაული”-ს მარანში “დურუჯი ველი” ფუნქციონირებსღვინის მაღაზია, რომელიც ემსახურება ნებისმიერ მსურველს კვირაში 7 დღის განმავლობაში. სააქციო საზოგადოების მფლობელობაშია სასტუმრო “შატო ყვარელი”, ჰოსტელი “ყვარელი ინ” და ტრადიციული ღვინის რესტორანი “ღვინის ეზო”, რომლებიც წლის ნებისმიერი დღის განმავლობაში მზად არიან მიიღონ და მაღალხარისხოვანი მომსახურეობა შესთავაზონ როგორც ღვინის მარნის “დურუჯი ველი”-ს სტუმრებს ასევე ნებისმიერ მსურველს.

სს “კორპორაცია ქინძმარაული” ფლობს ასევე ჰიდროელექტრო სადგურს “ჩალაჰესი”, რომელიც 1.5 მგვტ-ენერგიას გამოიმუშავებს საათში. ჰიდროელექტროსადგური გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ როგორც უფრო “სუფთა” ენერგია (ე.ი. ჩვენი წარმოება ნაკლებად აზიანებს გარემოს ნახშირორჟანგით) ასევე აუცილებელია წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებისათვის (განსაკუთრების ბუნებრივად ნ/მშრალი და ნ/ტკბილი ღვინოებისათვის).
სს „კორპორაცია ქინძმარაულს“ გააჩნია ერთ ერთი საუკეთესო ფასისა და ხარისხის შეფარდება. რაც მნიშვნელოვანი უპირატესობაა.