ვენახები

ს.ს. “კორპორაცია ქინძმარაული”-ს მფლობელობაშია 165 ჰა ვენახი “ქინძმარაულის”, “ყვარლისა” და “ნაფარეულის” სპეციფიური ზონების ისტორიულ ტერიტორიებზე. ვენახების უნიკალურობა გამოიხატება მის ექსპოზიციაში (მდებარეობაში) სადაც კავკასიონის სამხრეთის ქედი, მდინარეები: დურუჯი და ალაზანი ქმნიან უნიკალურ პირობებსა და მიკროკლიმატს ვაზის განვითარებისათვის და უმაღლესი ხარისხის ღვინის მისაღებად, ამასთან აღნიშნული სპეციფიური ზონებიდან მიღებული ღვინოების გამორჩეულად მაღალ ხარისხს განაპირობებს შავი ფიქალები, რომლითაც ძალიან მდიდარია ქინძმარაულის ძველი სპეციფიური ზონის ტერიტორია, თუმცა აღნიშნული გარემოება ამცირებს მოსავლის რაოდენობას. თუმცა ამავდროულად საგრძნობლად იზრდება მოწეული ყურძნის ხარისხი.